ზემო აფხაზეთის
(დალის - კოდორის ხეობის) და
სრულიად საქართველოს
უხუცესთა საბჭოს
კავშირის პრეზიდენტის
ვაჟა ავალიანის
ს ა გ ა ნ გ ე ბ ო მ ი მ ა რ თ ვ ა - თ ხ ო ვ
ნ ა
მის უწმინდესობას,
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს,
მცხეთა-თბილისის მთავარ
ეპისკოპოს,
ბიჭვინთის და
ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს
საქართველოს
საზოგადოების ლიდერს ბატონ ბიძინა ივანიშვილს
საქართველოს
პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს
საქართველოს
მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს
პოლიტიკურ პარტიებს,
არასამთავრობო ორგანიზაციებს,
მასობრივი
საინფორმაციო საშუალებების მოღვაწეებს;
აფხაზეთის უმაღლეს
საბჭოს, მინისტრთა საბჭოს,
გაეროს გენერალური
ანსამბლეას
ევროსაბჭოს
საპარლამენტო ანსამბლეას
საქართველოს
მოსახლეობას, ქართველ ხალხს
უზნეობა და უსამართლობა, ხელისუფლების ბოროტად
გამოყენება
ტრაგიკულია, მომავალში მისი ნაყოფი მომწამვლელი და
დამღუპველი,
როგორც
პიროვნების ისე კაცობრიობისთვის.
ვისწავლოთ
ის რაც კარგია
ჩვენში
უარყოთ ის, რაც ცუდია. (ხალხური)
გენიოსთა ნააზრევი და მოწოდება საუკუნეების
მანძილზე ანათებს და ათბობს კაცობრიობას, გზას უკვალავს უსაფრთხო, ბედნიერი
არსებობისკენ, მაგრამ პოლიტიკური ნების არ არსებობის გამო ჩრდილშია მოქცეული, ბევრ
შემთხვევაში გაყალბებულია და ბურუსითაა მოცული (მაგალითად, დემოკრატია). თითოეული
ადამიანი ზერელედ მაინც უნდა გაეცნოს ყველაფერ საუკუეთესოს, რომელიც კი შეუქმნია
კაცობრიობას როდესმე.
პასკალი ბრძანებდა: თუ ზნეობის საწყისებს არ ვიცნობ, საბუნებო მეტყველება გასაჭირში ვერას
შველის, ზნეობის საწყისების ცოდნა კი მიშველის ბუნებისმეტყველების ცოდნის გარეშეც.
ოჯახმა, განათლებამ, როგორც სულიერი
წარმოების მძლავრმა სფერომ უნდა დაუბრუნოს ქვეყანას ზნეობა და სამართლიანობა
დაკარგული სულიერი სამოთხე.
დიდი მნიშვნელობა მომავალი თაობის აღზრდაში
აქვს პოლიტიკურ სისტემას.
შემთხვევით არ იყო, რომ ძველი ბერძნები
აღზრდას სახელმწიფო საქმე თვლიდნენ. სახელმწიფოს ზემოქმედება ახალგაზრდების
აღზრდაზე შეიძლება იყოს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი.
განსაკუთრებით დიდ ზემოქმედებას
ახალგაზრდების აღზრდაზე ახდენს სახელმწიფო ხელმძღვანელი აპარატი, თავისი პირადი
მაგალითით, იმ ღონისძიებით, რომელსაც ის ახორციელებს.
სახელმწიფოს სათავეში მოხვედრილი ამორალური
პიროვნება ახალგაზრდებში თესავს ამორალურობას, უპატიოსნებას, მექრთამეობას,
კაცთმოძულეობას, შეუბრალებელი და სადისტი - შეუბრალებლობას სადიზმს, ამიტომ
აღზრდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ ზის სათავეში განათლებული თუ
გაუნათლებელი, გონიერი თუ უგუნური, ზნეობრივი თუ უზნეო, რადგან როგორი თვისებებიც
აქვს ხელმძღვანელობას, ისეთი თვისებები ექნება ახალგაზრდობის საზოგადოების უდიდეს
ნაწილს.
არისტოტელე, ზნეობრივ მოქმედებას ათავსებდა
ორ უკიდურესობას შორის, გადაჭარბებას და ნაკლოვანებას შორის, ვფიქრობთ, რომ
არისტოტელეს მიერ დადგენილი კანონზომიერება დღესაც სრულ ძალაშია და იქნება
კაცობრიობის არსებობის მანძილზე, ზნეობრივი მოქმედება დღესაც იმყოფება
გადაჭარბების და ნაკლოვანებებს შორის, ის არის ზომიერი შუალედი, როგორც იტყვიან
ოქროს შუალედი.
ლიკურგე
1. სპარტის მეფე ლიკურგემ კაცობრიობის ისტორიის
მანძილზე პირველმა ჩამოაყალიბა დემოკრატიული მმართველობითი თეორიული პრინციპი და
პრაქტიკულად განახორციელა სპარტის სამეფოში ძვ.წ. 776 წელს.
2. კაცობრიობას მოუწოდა ომების,
ადამიანების წამებას, აწიოკების და მკვლელობის მაგივრად, შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს
სპორტში და ამ მიზნით დააწესა ოლიმპიური სპორტული თამაშები, რომლითაც დღეს ამაყობს
მსოფლიო.
3. დემოკრატიული მმართველობითი პრინციპიდან
გამომდინარე, შექმნა უხუცესტა საბჭო, რომელიც შუამდგარი წერტილი იყო ხელისუფლებას
და ხალხს შორის და იცავდა უსაფრთხოებას, სამართლიანობას და მტკიცე წესრიგს.
პლატონი ამბობდა: იმ სიახლითაგან, რომელიც
ლიკურგემ შემოიღო, უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო უხუცესთა საბჭოს დაწესება.
4. ლიკურგე იყო უბადლო, განუმეორებელი
კანონშემოქმედი, მისი კანონები 5 (ხუთი) საუკუნე უცვლელად ემსახურებოდა სპარტის
სამეფოს (იხ. დანართი ფართო მოცულობით).
არისტოტელე
1. არიტოტელემ, ამ საოცარმა გენიამ,
კაცობრიობას დაუტოვა სახელმძღვანელო მრავალ სფეროში, ეთიკა, ესთეტიკა და მათ შორის
პოლიტიკაში. არიტოტელეს პოლიტიკური ნაშრომი არის იშვიათი სახელმძღვანელო
სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიური მდგომარეობის გარკვევის და სწორი
ორიენტაციისთვის (იხ. დანართის ფართო განმარტება).
ნება მომეცით შეგახსენოთ საქართველოს დიდი
პატრიოტის, საამაყო შვილის ნიკო ნიკოლაძის თხოვნა ქართველებისადმი, რომელსაც შეიძლება
პოლიტიკური ანდერძი უწოდოთ: ერთი იარაღი გვაქვს ჩვენ, მარტო ერთი, აზრის სისწორე,
სინდისი და გონიერება, საქმის სიწმინდე. მხოლოდ ამით შეგვიძლია ჩვენ გავიმარჯვოთ,
შემდგომში, მომავალში, როდესმე.
მაშ, ჩვენ უმანკოდ და გაუსვრელად შევინახოთ
ეს ჩვენი მხოლოდ ერთი იარაღი, თორემ იმ დღეს, როცა ჩვენი მტერნი, რიცხვით და
იარაღით ძლიერნი ჩვენს წინააღმდეგ სიმართლესაც მოიპოვებენ, ჩვენი საქმე, ფიზიკურად
და ზნეობრივად დაღუპული იქნება.
იშვიათი ჩვენს უახლოეს ისტორიაში პოლიტიკის
სივრცეში იმდენი ახალი სიტყვაა, რაც გაჩნდა ჭეშმარიტ გამნათლებელს თომას
ჯეფერსონს, აშშ მესამე პრეზიდენტს, მის საყოველთაოდ აღიარებულ დეკლარაციაში
პირველად გაისმა ღმერთის როლზე საუბარი, რომელიც პოლიტიკური დოკუმენტებისათვის სრულიად
უცხო ხილი იყო.
მას ერთს შეეძლო იმ დროინდელ მსოფლიოში
განეჭვრიტა მომავალი დროის ყველაზე შორეული წერტილი. თავის გენიალურ დეკლარაციაში
ამბობდა: მთავრობები ფუძნდებიან, რათა უზრუნველყონ ადამიანის სწრაფვა ბედნიერების
და უსაფრთხოებისკენ.
ეს შეხედულებები, ჯეფერსონთან ერთად, იმ
დროის აზროვნებით სამყაროში იბეჭდება და ჯეფერსონთან ერთად შეიქმნა პოლიტიკური
აზროვნების ახალი ნათელი ნაკადი, რომლის ძირითადი მიზანი იყო შექმნილიყო სრულიად
გამჭვირვალე და წყალგაუმტარი საარჩევნო სისტემა, სადაც შეიქმნება ისეთი კანონები,
რომელზეც ვერ იტყვის ფრანგი გამნათლებული მონტესკიე „კნონი ობოას ქსელია, ძლიერი
ბუზები გაგლეჯენ და გაივლიან, სუსტები გაეხვევიან“.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ძლიერი კანონი ეს
ყველაზე დიდი თავისუფლებაა, ვიდრე ნებისმიერი რამე თავისუფლების სამყაროში.
ჩვენი დროის უდიდესი გერმანელი
ფიზიკოს-თეორეტიკოსი, კვანტური ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, რომელსაც ნობელის
სახელმწიფო პრემია 31 წლის ასაკში მიენიჭა ვერნერი ჰაიზერბერგი (1901-1976წწ.)
ამბობდა: ფაქტობრივად ადამიანისთვის აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ ის
დამოკიდეულება ცხოვრებისადმი, რომელსაც საუკუნეების მანძილზე გვასწავლიან დიდი
რელიგიები. აქედან დასკვნა: საკანონმდებლო ორგანოში-პარლამენტში, რელიგიის
წარმომადგენლების მოღვაწეობა ბევრ სიკეთეს
მოუტანდა საქართველოს მოსახლეობას.
ხალხის გადარჩენის მიზნით ყველა უწყება,
უკლებლივ, სწრაფად უნდა იქნეს გამოყვანილი უკონტროლობის და დაუსჯელობის ზონიდან და
გახდეს ანგარიშვალდებული საზოგადოებისადმი (დემოკრატიული პრინციპი).
საქართველოს მოსახლეობას, ქართველს ხალხს თავის
მწერლობაზე, ინტელიგენციაზე უკეთესი თავგანწირული, მოამაგე ჭირისუფალი, გზის გამნათებელი
არ ყოლია და არც დღეს ჰყავს. ამის ნათელი მაგალითია გაზეთ „ლიტერატურული
საქართველოში“ გამოქვეყნებული წერილები წინადადებები, მიმართვები საქ.
მოსახლეობისადმი.
ჩვენი პლანეტის სირცხვილია ის, რომ
რეაქციული პოლიტიკური ძალები არ ჩაიხედავენ არისტოტელეს პოლიტიკურ, ეთიკურ
ნაშრომებში, აბუჩად იგდებენ ლიგურკეს ჰუმანური მითითებებს, მეცნიერთა მიღწევებს,
იყენებენ პოლიტიკური და საომარი მიზნებისათვის.
ახლახან რუსეთის პოლიტიკურმა წრებმა
განაცხადეს, რომ დაიწყეს ფართო სამხედრო წვრთნები ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული
იარაღის დახვეწის მიზნით.
ერთ-ერთი საეთაშორისო სამეცნიერო
კონფერენციაზე, ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა კურტ ვენეგუტმა მწარედ იხუმრა: „რაც
არ უნდა გამოიგონოთ მეცნიერებმა, მაინც საბრძოლო იარაღი გამოგდითო“.
სამხედრო იარაღებს შორის ყველაზე საშიში
ქიმიური იარაღია. მას განეკუთვნება ე.წ. „სუპერ ქიმიური იარაღი - ნეიტრონული
ბომბი, რომელიც არა მარტო აბინძურებს, არამედ დამღუპველად მოქმედებს გარემოზე და
ადამიანებზე.
ამის მიუხედავად დღეს მთელი რიგ ქვეყნებს
ხელთ აქვთ ქიმიური იარაღის უზარმაზარი მარაგი, რომელიც საკმარისია ჩვენს პლანეტაზე
ყველა ცოცხალი არსების მრავალგზის მოსასპობად (მაგალითად, ბოტულიზმის გამომწვევ
ბაქტერიებიდან მიღებული ნივთიერება), რომლის 3 კგ საკმარისია მთელი კაცობრიობის
გასაწყვეტად, ან ლიზინგის მჟავას დიოთელმიდი-ჭვავის სოკოსგან გამოყოფილი ნარკოტიკი
(100 გრამ ამ ნივთიერებას შეუძლია ფსიქიურად დაავადოს მილიონი ადამიანი). ამერიკის
ქიმიური ასოციაციის მონაცემებით, მხოლოდ ერთი სახელმწიფო ფლობს ქიმიურ იარაღის
ისეთ პოტენციალს, რომელსაც 5-ათასჯერ შეუძლია დედამიწაზე ყოველი ცოცხალი არსება
მოსპოს.
საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელმაც
განიხილა საკითხი - „რას გვიქადის მეცნიერება“, ინგლისელმა მეცნიერებმა პიტერ
ჰარპერმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა შეწყვიტოს ტვინის კვლევა, რადგანაც უკვე
მიღებული შედეგები ადამიანის წინააღმდეგ ადვილად შეიძლება გამოიყენონ „ბოროტმა
ძალებმა“.
მან ასე განმარტა მეცნიერულ კვლევაზე უარის
თქმა „შეუძლებელია წინსვლა, ვიდრე არ გაგვირკვევია, რომ სამართლიანი, უსაფრთხო და
სწორი პოლიტიკური გზა ავირჩიეთ.
მსოფლიოში ყოველ წამში სამხედრო
შეიარაღებაზე, მილიონ დოლარზე მეტი იხარჯება, გამრავლებული საათზე, დღეზე, თვეზე
და წელიწადზე საშინელი ციფრი ჩამოყალიბდება და ამ დროს მსოფლიოში წელიწადში 20 მილიონი ბავშვი შიმშილისაგან
იხოცება.
ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო მიდგომა და
მოქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ დედამიწა სამოთხე-ჯოჯოხეთად არ ვაქციოთ.
ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა დედამიწა დღეს
ყველა ჩვენთაგანის დიდი სახლია, სადაც მშვიდობით უნდა ვიცხოვროთ, წინააღმდეგ
შემთხვევაში ჩვენი პატარა სახლი განწირულია დასანგრევად და ეს ეხება ნებისმიერ დიდ
სახელმწიფოს მათ შორის რუსეთსაც.
კაცობრიობა მასობრივი განადგურების ზღვარზე
დგას. გასაიდუმლოებულ ცენტრებს და ლაბორატორიებში სპეციალისტები მონდომებით
„შრომობენ“ ახალი საომარი მომწამვლელი ნივთიერებათა მისაღებად, ისეთი მწერების გამოსაყვანად,
რომლებიც ადამიანს დაავადებენ და მდგრადი იქნებიან წამლების მიმართ.
დღეს პოლიტიკა, გლობალური უსაფრთხოების
გათვალისწინებით არ არის რომელიმე პოლიტიკოსის პირადი შეხედულების საფუძველზე
გადასაწყვეტი და არც რომელიმე ერთი სახელმწიფოს უფლებაა. ის ხალხის, სამოქალაქო
საზოგადოების და ზოგადად კაცობრიობის მონაწილეობით უნდა გადაწყდეს, დემოკრატიული
პრინციპის გათვალისწინებით, დახვეწილი, სამართლიანი, ზოგად საკაცობრიო იდეოლოგის
დახმარებით.
დღეს მსოფლიოში არსებული გლობალური
უსაფრთხოების გათვალისწინებით, ევროკავშირი კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი
იმედია, ის კაცობრიობის ცივილიზაციის ნაყოფია, რომელმაც დედამიწის ზურგზე პირველმა
მოახერხა სახელმწიფოების მშვიდობიანი გზით გაერთიანება, რასაც ანალოგი არ გააჩნია.
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ ზოგად
საკაცობრიო საქმეში რუსეთის პოლიტიკური წრეები სამართლიან, გონივრულ პოზიციას
დაიკავებენ და ყოველნაირად შეუწყობენ ევროკავშირის და ნატოს გაფართოებას, და თვითონვე
იქნებიან ამის ინიციატორები და ერთ-ერთი წამყვანი ძალა სხვა სახელმწიფოებთან
ერთად.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამერიკის
შეერთებული შტატების ღვაწლი დემოკრატის მხარდაჭერის და დამკვიდრების
გასახორციელებლად როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში.
არ შეიძლება განსაკუთრებული მადლიერებით არ
აღინიშნოს ამერიკის შეერთებული შტატების ჩვენი სახელმწიფოსთვის გაწეული
მრავალმხრივ დახმარებას, აქედან განსაკუთრებით ხაზი მინდა გაუსვა C-ჰეპატიტის
დასამარცხებლად გაწეულ უანგარო დახმარებას, რომელმაც სიცოცხლე შეუნარჩუნა საქართველოს
მოსახლეობის (250 000 ადამიანს). მიჭირს იმისი თქმა, რომ საქართველო შეძლებს კი
როდესმე ამერიკელ ხალხს გადაუხადოს ამდენი უანგარო დახმარება, მაგრამ ის კი
ნამდვილად ვიცი, რომ ქართველები არასდროს არ დაივიწყებენ აშშ-ის ხალხის აღნიშნულ,
უდიდეს დახმარებას, ჩვენი ხალხის მიმართ. ერთი ადამიანის მკურნალობის კურსი ჯდება
110 000 ამერიკულ დოლარზე მეტი. დაფინანსება ჯამში შეადგენს 11 მილიარდ
დოლარზე მეტს.
ალბერტ აინშტაინი (1879-1955) ამბობდა:
შეუძლებელია პრობლემის იმავე დონეზე
გადაწყვეტა, რომელზეც იგი წარმოიშვა.
საჭიროა შემდეგ დონეზე გადასვლით, მასზე
მაღლა დადგომა (სრულ, უდავო ჭეშმარიტებას ბრძანებს დიდი მეცნიერი, ბუმბერაზი
ადამიანი ვ.ა.)
დიახ, ძნელია, შეუძლებელია საზოგადოების
პოლიტიკურ მართვაში, პრობლემების იმავე დონეზე გადაწყვეტა, რომელზეც იგი წარმოიშვა
ყალბი, ხელისუფლების ფასადური, მოჩვენებითი დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე.
საჭიროა შემდეგ დონეზე გადასვლით მასზე
მაღლა დადგომა და პარტისიპატორული ანუ საზოგადოების პოლიტიკურ მართვაში ხალხის
მონაწილეობითი დემოკრატიაზე გადასვლა. (იხ. დემოკრატია, დანართის სახით).
აღნიშნული პოლიტიკური მმართველობითი
პრინციპით ადვილად დავამარცხებთ საუკუნეების მანძილზე არსებულ კაცობრიობისთვის
განუკურნავ ავადმყოფობებს, ისეთს, როგორიცაა ხელისუფლების ბოროტად გამოყენება და
ა.შ.
დემოკრატის ანუ აღნიშნული საზოგადოების
პოლიტიკურ მართვაში ხალხის მონაწილეობის პრინციპიდან გამომდინარე, შეიქმნება
სამოქალაქო საზოგადოებრივი ინსტიტუტი, საბჭო, რომელიც განიხილავს ყველა
საჭირბოროტო საკითხს წერილების, წინადადებების, მიმართვების სხვადასხვა პროექტების
და საჩივრების შესაბამისად.
სამოქალაქო საზოგადოებრივი საბჭო ვალდებული
იქნება ზემოთ აღნიშნული ხალხის წერილობითი მიმართვების გათვალისიწნებით წელიწადში
ორჯერ წარსდგეს სახელმწიფოს პირველი პირის და პარლამენტის წინაშე ღრმა მეცნიერულ
ანალიზზე დაყრდნობით მიაწოდოს ინფორმაცია ხალხის, ინტელიგენციის, მეცნიერთა
მოღვაწეების, საინფორმაციო საშუალებების, ზოგადი საზოგადოების მოთხოვნების
შესახებ. ასეთი მიდგომა და პოლიტიკური მართვის სისტემა მოგვცემდა საშუალებას
კაბინეტური, მაფიოზური კლანური მართველობა დავაემარცხოთ. ის უარყოფითი ფაქტები,
რომელსაც სახელმწიფო ვერ უმკლავდება და იქმნება ქაოტური მდგომარეობა, სამუდამოდ
ამოვარდებოდა პოლიტიკური სახელმწიფო მართველობიდან.
სამოქალაქო საზოგადოებრივი საბჭო უნდა იყოს
უფლებამოსილი, პლებიცისტების, რეფერენდუმების, ხალხის და ინტელიგენციის წერილების
მიხედვით შეიმუშავოს კანონი და ის წარადგინოს პარლამენტში.
სამოქალაქო საზოგადოებრივ საბჭოში
იმოღვაწებენ მაღალი კლასის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, იმის
გათვალისწინებით თუ რამდენი სამინისტრო, ძირეული უწყება ფუნქციონირებს სახელმწიფო
სისტემაში და ისინი უფლებამოსილი იქნებიან ხალხის საჩივრების, ქვედა საფეხურების
გავლის შემდეგ თუ პიროვნების კანონით მინიჭებული უფლებები დაირღვა, მას შეუძლია და
იმედი უნდა ჰქონდეს, რომ მისი წერილი, საჩივარი, წინადადება, სამეცნიერო ტიპის
პროექტი თუ სხვა მიმართულების პროექტები, განხილული იქნება გულმოდგინედ გაეწევათ
შუამდგომლობა სათანადო უწყებებში, სამინისტროებში, აყვანილი იქნება სამოქალაქო
საზოგადოების მუდმივ კონტროლზე.
მოკლედ რომ ვთქვათ, სამოქალაქო
საზოგადოების მიზანი და ამოცანა იქნება ხელისუფლებას და ხალხს შორის ჩატეხილი
ხიდის აღდგენა, იმ სახელმწიფო მოხელეების შეზღუდვა, რომლებიც ატყუებენ თავსი
ხელმძღვანელს და სახელმწიფოს პირველ პირსაც, ხელისუფლებას იყენებენ ბოროტად.
უბედურება იმაშია, რომ სახელმწიფოს
მმართველობითი სისტემა არ ითვალისწინებს საზოგადოებრივი მართვის და კონტროლის
ფორმების დანერგვას, დემოკრატის თანამედროვე პრინციპებზე დაყრდნობით, როგორიცაა
პარტისიპატორული, ანუ ხალხის მონაწილეობითი დემოკრატის თეორია. ახდენენ დემოკრატიის
იმიტაციას, რომელიც არის ანტიდემოკრატიული ყველა მიმართულებით.
დღევანდელი ბიუროკრატიული კლანურ-მაფიოზური
სისტემის იერარქიულობა გამორიცხავს მასში პატიოსანი, მოსყიდავი ჩინოვნიკების
გამოჩენას.
ასეთი ჩინოვნიკი თუნდაც რაღაცნიარად
შეფრინდეს ბიუროკრატიულ სამეფოში, მაშინვე იქნება „შეჭმული“ ინტრიგების და
ანოლოგიური აპარატულ თამაშებში უფრო გაქნილი კოლეგების მიერ (რიჩარდ რენეს
განმარტება).
ცნობილია, რომ ეს პრობლემა ძალიან აწუხებდა
პეტრე პირველს.
როგორც სახელმწიფო მმართველობითი ისტორიული
პრაქტიკა გვიჩვენებს სახელმწიფოს პირველი პირი ცდილობს, რომ მისი მმართველობის
პერიოდი იყოს ეფექტური, წარმატებული და საუკეთესო, მაგრამ უახლოეს გარემოცვის
უმრავლესობა ცდილობს ხელისუფლების ბერკეტები გამოიყენოს თავისი ფუფუნების,
გამდიდრების, სხვადასხვა ზღვარს გადასული ჟინის დასაკმაყოფილებლად. ხელისუფლების
პირველ პირს აწვდის ისეთ ინფორმაციას, რომელიც მათ აწყობთ და არა რეალურად
არსებული. ასეთივე მეთოდით მუშაობენ ქვედა რგოლები, სამინისტროები, დეპარტამენტები
და ა.შ. (ასეთი არასასიამოვნო ფაქტები მე თავად მრავალჯერ გადამხდენია ჩემი
სხვადასხვა უწყებებში მუშაობისას).
თუკი ხელისუფლების პირველი პირი მოინდომებს
სრული წესრიგის დამყარებას, კანონის ძალით თავისი მოხელეების დასჯას, მას
დიქტატორის იარლიყს მიაკარებენ, ხალხის მტრად აცხადებენ, ხშირ შემთხვევაში აწყობენ
პირველი პირის დამხობას და ხალხის მტრად გამოცხადებას ხელისუფლების დამხობას.
ხელისუფლების მმართველობითი პრინციპის
ზოგადი ლოგიკიდან გამომდინარე, პირველ პირს არ შეუძლია ყველგან თვითონ იყოს,
ყველაფერში ჩაიხედოს და გაერკვეს. ის ფაქტობრივად დროის უქონლობის გამო
გარესამყაროს მოწყვეტილია და აქედან გამომდინარე, უნდა თუ არ უნდა, უნდა ენდოს
თავის ხელქვეით მოხელეებს.
ახლანდელი პოლიტიკური მმართველობის ეს
პრინციპი კარგად ჩამოაყალიბა თავის პრესკონფერენციის დროს ქალბატონმა ნინო
ბურჯანაძემ, რომელმაც განაცხადა: „მე ორჯერ მომიწია პრეზიდენტის მოვალეობის
შესრულება და დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი (სახ. პირველი პირი) გარესამყაროს
მოწყვეტილია, დროის უქნლობის გამო და სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას
იღებს თავისი უახლოესი გარემოცვისგან და ხშირ შემთხვევაში აწვდიან ისეთ
ინფორმაციას, რომელიც მათ პირადად აწყობთ. ამან დაღუპა შევარდნაძის ხელისუფლება და
ჩვენ ეს უნდა დავამარცხოთ და აღვკვეთოთ.
ზემოთქმული საზოგადოების პოლიტიკურ
მართვაში არსებული პრობლემები საუკუნეებს ითვლის (ის არ არის ქართული მოვლენა),
რომელმაც კაცობრიობა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დააყენა. გამოსავალი ერთია: თანამედროვე
დემოკრატიულ ფორმაზე გადასვლა, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივ პოლიტიკურ
მართვაში ხალხის მონაწილეობას.
დღევანდელი საზოგადოების პოლიტიკური მართვის
ფორმაში ზოგიერთმა პოლიტიკოსმა საძირკველი ჩაუყარა ხალხს და ხელისუფლებას შორის
გადაულახავი უფსკრულის გავლებას.
არჩევნების დამთავრების მერე ხელისუფლების საჯარო მოხელეები წყვეტენ
ყოველგვარ კომუნიკაციას ხალხთან და იკეტებიან აუღებელ ციხე-სიმაგრეში. სწორედ
აქედან იწყება ტრაგედია და უბედურება და ტანჯვა, კორუფცია, ხალხისთვის კანონით
გათვალისწინებული აღსრულების იგნორირება.
ერთ
დღესვე, რომ შეგეძლოს ქვეყნის აშენება და აყვავება წლებითაც რომ იწვალო
ხმას ვერავის მიაწვდენ.
მე მქონდა შემთხვევა, ჩემი მეგობარი ნაცნობი
ქალი, რომელიც მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიის წერილების განყოფილებაში, ე.
შევარდნაძის დროს, რიგით მუშაკად და ჰყავდა სამი შვილი, ვკითხე თუ როგორ არჩენდა ოჯახს
ასეთი მცირე ხელფასით და მან ამიხსნა რომ სამინისტროშიც აძლევდნენ ე.წ. ხელფასს თუ
რატომ - მითხრა, რომ სამინისტროს საჯარო
მოხელეებზე შემოსული საჩივრები, რომ არ გადავცე სახელმწიფო კანცელარიის მაღალი
თანამდებობის პირებსო.
უმორჩილესად გთხოვთ, რომ მხარი დაუჭიროთ
თქვენდამი ჩემს მიმართვას და წინადადებებს, რაც ნიშნავს:
1. ნიშნავს: ანტიკორუფციული საკანონმდებლო
ბაზის შექმნას და კორუფციის დამარცხებას.
2. ნიშნავს: თეთრი და შავი პიარის
არამიზნობრივი გამოყენება გახდება დასჯადი.
3. ნიშნავს: ხელისუფლების ბოროტად
გამოყენების ყველანაირ მცდელობის დათრგუნვას.
4. ნიშნავს: კლენტელიზმის ანუ არჩევნების
დროს ამომრჩევლის მოტყუების, მოსყიდვის, გაბრუების, გადაბირების, შეცდომაში
შეყვანის, არჩევანის არ დატოვების დამარცხებას, ეფექტური საკანონმდებლო ბაზის
შექმნით, საზოგადოების პოლიტიკურ მართვაში ხალხის მონაწილეობას.
5. ნიშნავს: საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენას, ქართველი ხალხის გამთლიანებას, ერთმანეთის და-ძმურ,
დედა-შვილური სიყვარულის გამყარებას ქართველებს შორის, შურის მტრობის დამარცხებას.
6. ნიშნავს: გლობალურ უსაფრთხოებაში,
კულტურის, მეცნიერების, ზნეობრივ-ეთიკურ საქმეში საქართველოს, ქართველი ხალხის
განსაკუთრებული წვლილის შეტანას.
7. თქვენი მხარდაჭერა ნიშნავს: პარლამენტში
რელიგიის მოღვაწეობის წარდგენას, რომელიც იქნება სამართლიანობის, სულიერი
სისპეტაკის, ზოგადი ბედნიერების დასაწყისი.
8. თქვენი დახმარება ნიშნავს: ოჯახის
ინსტიტუტის როლის ამაღლებას, საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტება, რომ როგორიცაა
ოჯახი, ისეთი პიროვნებები, ერი, სახელმწიფო და ზოგადად კაცობრიობა, ოჯახი მინი
სახელმწიფოა.
9. თქვენი მხარდაჭერა და დახმარება ნიშნავს:
უწმინდესის და უნეტარესის ილია II მიერ 17 მაისის ოჯახის სიმტკიცის სიყვარულის
დღის დაკანონებას.
10. ნიშნავს: თითოეულ ადამიანს მიუზღო მისი
დამსახურების მიხედვით, არც მეტი და არც ნაკლები.
11. ნიშნავს: ძალადობის უარყოფას,
არჩევნების გზით, საშუალებით, საზოგადოების პოლიტიკურ მართვაში ხალხის
მონაწილეობას ანუ პირდაპირ დემოკრატიაზე გადასვლას.
12. ნიშნავს: როგორც ადამიანთა შორის
ურთიერთობას, ისე საზოგადოების ცხოვრების თანასწორუფლებიანობის პრინციპზე
დამყარებას.
13. ნიშნავს: დათრგუნულთა, დაჩაგრულთა
უფლებების დაცვას, რაც ხელს შეუწყობს როგორც პიროვნებათა შორის, ისე მთელ
საზოგადოებაში სიმშვიდის, წონასწორობის და კეთილდღეობის დამყარებას.
14. ნიშნავს: სასარგებლო ზნე-ჩვეულებების
და ტრადიციების ერის და კაცობრიობის სამსახურში ჩაყენებას და მის საფუძველზე
ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო იდეოლოგიის ჩამოყალიბებას.
რ ე ზ ი უ მ ე
საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, (არ ვიცი) არ
ვარ რომელიმე პარტიის წევრი, მაგრამ ვარ დიდი ქართველი ხალხის (სულიერად დიდი) ჯიშის და ჯილაგის ნაწილი და წევრი, რომლებმაც
საუკუნეების მანძილზე შეუნელებელი, შეუწყვეტელი ხმლის ქნევით, სისხლის ღვრით,
შემომინახეს შემინარჩუნეს საქართველოს მიწა-წყალი, სადაც დღეს ვცხოვრობ და
ვარსებობთ.
ახლა ამ დროს, როდესაც ისევ დარღვეულია
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, გვიწევს სისხლის გაღება, გამეფებულია უზნეობა
და უსამართლობა, პოლიტიკური ამბიციები, მოგმართავთ თხოვნით ქართველებს,
საქართველოს მოსახლეობას, რომ არჩევანი გააკეთოთ და ხმა მისცეთ იმ პარტიას,
რომელიც ფიცს (პირობას) დადებს ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესის და უნეტარესი ილია
II და უხუცესთა საბჭოს წინაშე, რომ ყალბი დემოკრატიული მმართველობიდან გადავლენ
პატრისიპატორული ანუ საზოგადოების პოლიტიკურ მართვაში ხალხის მონაწილეობით, დემოკრატიაზე (იხ. დანართი დემოკრატია)
გაამყარებენ ზნეობას და სამართლიანობას.
განსაკუთრებულ სიძნელეებს ქმნის არა
გამჭირვალე საარჩენო სისტემა, ბუნდოვანი, ორაზროვანი საკანონმდებლო ბაზა. ამიტომ
თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო არჩევნებზე.
ხალხი სკეპტიციზმით უყურებს პარლამენტში
დეპუტატატ მოსვლის მსურველის დაპირებებს, რადგან ძნელია ტყუილ-მართლის გარჩევა და
შესაძლებელია პარლამენტის მიღმა დარჩეს ყველაზე ღირსეული დეპუტატობის კანდიდატი და
პირიქით, პარლამენტში მოვიდეს დახვეწილი აფიორის, თაღლითობის მქონე პიროვნება. (ასეთი
პარლამენტის წევრი თუ რას მოიმოქმედებს პარლამენტში ნათელია). ამ პრობლემის
დარეგულირების თვალსაზრისით არ გაგვაჩნია არავითარი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც
საქართველოს მოსახლეობას უამრავ ტრაგედიას და პრობლემას იწვევს აგერ უკვე 25 წელია.
იმის გათვალისწინებით, რომ საარჩენო სისტემის
უამრავი საკანონმდებლო ნაკლოვანებებიდან ერთი მაინც გამოვასწოროთ ახლად მოწვეულმა
პარლამენტმა თავისი სამუშაოს პირველ დღესვე უნდა მიიღოს კანონი იმის შესახებ, რომ
ის დეპუტატი თუ დეპუტატები, რომლებიც არ ან ვერ შეასრულებენ თავის დანაპირებებს
ხალხსისადმი, გამოწვეული იქნან პარლამენტის რიგებიდან.
ისევ მინდა ხაზი გაუსვა დიდი მეცნიერის დიდი ადამიანის აინშტაინის შეგონება-დარიგებას
კაცობრიობისადმი, რომელიც ამბობდა: შეუძლებელია პრობლემის იმავე დონეზე
გადაწყვეტა, რომელზეც იგი წარმოიშვა.
საჭიროა შემდეგ დონეზე გადასვლით მასზე
მაღლა დადგომა.
უდიდესი პატივისცემით თქვენდამი,
ზემო აფხაზეთის (კოდორის დალის ხეობის) და
სრულიად საქართველოს
უხუცესთა საბჭოს კავშირის პრეზიდენტი,
საქართველოს ტერიტორიულ
მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილე,
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი /ვაჟა
ავალიანი/
საკ. ტელ: 568 69-24-02
შენიშვნა: დანართი „
“ ფურცლად.
სარჩევის შინაარსი
1. დემოკრატია - ვისაც როგორ უნდა ისე
გაიგო, როგორც სჭირდებოდა ის მოირგო. დანართი 5 გვერდად.
2. გაზეთი „კოლხეთი“ შეიქმნა (დალის - კოდორის)
უხუცესთა საბჭო 1995წ. დანართი 1 ფურცლად.
3. უხუცესთა საბჭოს ისტორიული მისია.
დანართი 2 გვერდი.
4. სამართლის ფილოსოფია. დანართი 5
გვერდად.
5. კორუფცია. დანართი 5 გვერდად.
6. თეთრი და შავი პიარი. დანართი 5
გვერდად.
7. კლენტელიზმი და ინსტიტუციონალიზმი.
დანართი 6 გვერდად.
8. სული და სხეული. დანართი 3 გვერდად.
9. გაზეთი „მეოთხე“ 28 ივლისი 4 აგვისტო
2006წ. კოდორის ხეობის უხუცესთა საბჭოს მიმართვა ქართველი ერის და სრულიად
საქართველოს მოსახლეობისადმი. დანართი 2 გვერდად.
10. გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 5
ივლისი 1997წ. უზნეობიდან უკანონობამდე ერთი ნაბიჯია. დანართი 1 გვერდად.
11. გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 1997
წლის 28 მარტი. მამა-პაპათა ტრადიციებს ბევრჯერ გადაურჩევნივართ და ახლაც გადაგვარჩენს. დანართი 1 გვერდზე.
12. გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 27
სექტემბერი 2012წ. არა სიცრუეს. დანართი 1 გვერდზე.
13. სამართლიანობა და უსამართლობა. დანართი
6 გვერდზე.
14. ღირსება. დანართი 3 გვერდზე.
15. სინდისი. დანართი 3 გვერდზე.